აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო – ე.წ. ქობულეთის კლასტერი დახურულია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 15, 2020 20:04

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო – ე.წ. ქობულეთის კლასტერი დახურულია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ე.წ. ქობულეთის კლასტერი დახურულია. მათივე ინფორმაციით, 30 აპრილის შემდეგ მუნიციპალიტეტში ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

„33 988 პირს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი. მოძიებული იყო კლასტერთან დაკავშირებული 575 პირი, რომლებიც იმყოფებოდნენ თვითიზოლაციასა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

ე.წ. ქობულეთის კლასტერის ფარგლებში კორონავირუსი დაუდასტურდა 36 პირს. მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 33. ერთი აგრძელებს მკურნალობას, ხოლო გარდაიცვალა ორი ადამიანი.

8 მაისიდან მუნიციპალიტეტის მაღალი რისკის ზონებში მოიხსნა მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებები. ქობულეთის ოთხ სოფელში კარანტინი 12 აპრილს გამოცხადდა“, – აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 15, 2020 20:04

Google სტატისტიკა


14,306
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics