აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ თანამდებობა დატოვა და ოფიციალურად ერთვება წინასაარჩევნო კამპანიაში.

ნუგზარ სურმანიძე აჭარის უმაღლეს საბჭოში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატია.

ნუგზარ სურმანიძემ საანგარიშო შეხვედრას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრო. შეხვედრას ასევე აჭარის სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები და სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

“მინდა მადლობა გადავუხადო მას გაწეული საქმიანობისთვის, ბევრი რამ გაკეთდა ამ სფეროში. არ შეიძლება ამის არდანახვა. ის ძალიან ეფექტური მენეჯერია. არჩევის შემთხვევაშიც იგი იქნება ხალხის სამსახურში და გააგრძელებს იმ კეთილ საქმეებს, რომლებსაც ყოველთვის აკეთებდა. მინდა მას ვუსურვო წარმატებები“ – აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

ნუგზარ სურმანიძემ ანგარიშში ყურადღება ბიუჯეტის ზრდაზე გააკეთა. მისი თქმით, 2012 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენდა 7,503,000 ლარს. 2016 წელს კი აჭარის ჯანდაცვის ბიუჯეტი 14,057,940 ლარს შეადგენს. ასევე, მისი თქმით, გაიზარდა ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დასაქმების პროგრამები. 2012 წელს სამინისტრო ახორციელებდა 11 პროგრამას, ხოლო 2016 წელს ახორციელებს 23 პროგრამას.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი ბელარუსის ვიცე-პრემიერს შეხვდა
შემდეგი სტატიასასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს