აჭარის ჯანდაცვის მინისტრი: ყველა პაციენტი გაწერილია, კლინიკაში მხოლოდ ერთი მამაკაცი რჩება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძის განცხადებით, ბათუმში განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებული არცერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული არ არის.

როგორც „იმედის“ ეთერში ზაალ მიქელაძემ აღნიშნა, 34 დაშავებულიდან სამედიცინო დაწესებულებაში მხოლოდ ერთი პაციენტი რჩება.

„34 პაციენტი იყო მოთავსებული, მათგან 15 სამართალდამცველი. ძირითადი დაზიანებები მიყენებული იყო ბლაგვი საგნებით თავისა და სახის არეში.

არცერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკული არ არის, ყველა მათგანი გაწერილია და მხოლოდ ერთი პაციენტი, 39 წლის მამაკაცი რჩება კლინიკაში“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

რაც შეეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილის მდგომარეობას, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პაციენტის გადაწყვეტილებით, მას ოპერაციას თბილისში ჩაუტარებენ.

„მას ბლაგვი საგნით აქვს მიღებული დაზიანება, ყვრიმალის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – აღნიშნა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში(video)კახა კალაძე საზოგადოებას ერთსულოვნებისა და სამოქალაქო შეგნებისთვის მადლობას უხდის
შემდეგი სტატიადაპირისპირება აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელსა და სუს-ს შორის და კავშირი ბათუმში მომხდარ არეულობასთან