აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე განიხილება

acharaაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე განიხილება, შესაბამისი გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ერთხმად მიიღეს ბიუროს 28 ივნისის სხდომაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე უძღვებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

ამასთან, საკითხი კოლეგების წინაშე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე ჩიტიშვილმა წარმოადგინა.

მისი განცხადებით, წამყვანმა კომისიამ დაადასტურა იმ 7 დეპუტატის ხელმოწერების ნამდვილობა, რომელთაც მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ განცხადება მოამზადეს. საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება კანონმდებლებმა უახლოეს დღეებში (არაუგვიანეს 5 ივლისისა) უნდა მიიღონ.

ბიუროს გადაწყვეტილებით, უმაღლესი საბჭოს კომისიებში განიხილება უსკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი პარმენ ჯალაღონიას კანდიდატურა. განისაზღვრა წამყვანი კომისია და განხილვის ვადები. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს უმაღლესი საბჭოს წევრებმა – პეტრე ზამბახიძემ და ირაკლი ბარამიძემ.
ბიურომ ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო უსკოს წევრობის კანდიდატებთან – სოფიო კახაძესა და მზიური შავაძესთან დაკავშირებითაც. კენჭისყრისას წინააღმდეგი კვლავ ორი დეპუტატი – პეტრე ზამბახიძე და ირაკლი ბარამიძე აღმოჩნდა.

ბიურომ დაამტკიცა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებისა და უწყებების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციის თაობაზე უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა, რომელიც სხდომაზე ამავე კომისიის თავმჯდომარემ ანზორ თხილაიშვილმა წარმოადგინა. დოკუმენტი, მასში ასახული შენიშვნებითურთ, აჭარის მთავრობას გადაეგზავნება.

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილი ალექსანდრა რალუკა პრუნას შეხვდა
შემდეგი სტატია“აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება იქნება ყველაზე ეფექტიანი პასუხი რუსეთის მცდელობებზე”