აჭარაში თოვლის საფარი 45 სანტიმეტრამდე აღწევს

აჭარაში მთელი ღამის განმავლობაში თოვდა. ნალექი ზღვისპირას 30-დან 45 სანტიმეტრამდე აღწევს. როგორც აჭარის საავტომობილო გზების რეგიონული სამსახურის უფროსი ზურაბ სიხარულიძე აცხადებს, აჭარაში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნილა. მისივე თქმით, მძიმე ტექნიკა გაწმენდით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდა.
“ჩვენი თანამშრომლები ამ დრომდე მუშაობენ, რათა მოქალაქეებს გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემა არ შეექმნათ. ნალექი აჭარის დაბლობში 30-45 სანტიმეტრამდე აღწევს. გაწმენდით სამუშაოებთან ერთად ტექნიკური მარილი ინტენსიურად იყრება. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, რომ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები გამოიყენონ”, – განაცხადა ზურაბ სიხარულიძემ.
აჭარაში ამჟამადაც თოვს.

banner
წინა სტატიაშიუამინდობის გამო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისი-მილანის რეისი გადაიდო
შემდეგი სტატია„ბავშვები ჯანმრთელები თუ არ იქნებიან, ფიზიკა და ქიმია არ უშველით“- მოსწავლეებს გაზაფხულის არდადეგები ემატებათ