აჭარაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

8 ივლისს, აჭარაში სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოფხვრის სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზებისა და სანიაღვრე არხების გაწმენდა. ქობულეთში, სადაც რამდენჯერმე მეწყერი ჩამოწვა, ზარალის დამთვლელი კომისია მუშაობს. ასევე, მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების გეოლოგიური შესწავლა.

დაზარალებულმა 7-მა ოჯახმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შეიტანა განაცხადი, რის შემდეგაც კომისიის წევრები იმსჯელებენ მათი საცხოვრებლის ქირის ანაზღაურების საკითხზე.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დაზიანება აღინიშნა 27 ლოკაციაზე. ძირითადად, დაზიანებულია გზები და საკარმიდამო ნაკვეთები. კაპრეშუმში მცხოვრები სტიქიის შედეგად დაზარალებული ერთი ოჯახის ბინის ქირა გამგეობამ უზრუნველყო.

ხულოს, შუახევისა და ქედის რაიონებში მოვარდნილმა წყალმა ხიდები წაიღო და გზები დაზიანა. ამ ეტაპზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. არ არის დაწყებული ხიდებისა და გზების აღდგენითი სამუშაოები. მთავრობაში აცხადებენ, რომ ჯერ ზარალის დათვლის პროცესი მიმდინარეობს. ამასთან, აჭარაში გზის ზოგიერთ მონაკვეთზე აუცილებელია გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება, გაბიონების მოწყობა და ხიდების აღდგენა.

banner
წინა სტატიაში“თუ ვინმე დასაკავებელია, დედაჩემმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის მზადაა პასუხი აგოს მთელი სიმკაცრით”
შემდეგი სტატიაროინ შავაძის მეუღლე პროკურატურამ დაზარალებულად ცნო