აჭარაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე აჭარის რეგიონში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე ეცნობიან.
გუშინ, ძლიერი წვიმის შედეგად, ჩაქვი-მახინჯაურის მარცხენა გვირაბთან, ორივე მხარეს ჩამოვიდა მიწა-კლდის მასა, რის გამოც ჩაიკეტა გვირაბის შესასვლელი და გამოსასვლელი. მოძრაობა რამდენიმე საათის მანძილზე ერთ სამოძრაო ზოლზე ხორციელდებოდა. ძლიერი წვიმისა და ქუჩების დატბორვის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებით მიმდინარეობდა ჩაქვში, მახინჯაურსა და ბათუში.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მუშაობის შედეგად, ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში მოძრაობის აღდგენა უმოკლეს ვადებში მოხერხდა.

აჭარის რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი : ნატო იწყებს დისკუსიას შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის, ამ პროცესის მონაწილე იქნება საქართველო
შემდეგი სტატიათედო ჯაფარიძე ვარშავის სამიტის ექსპერტთა ფორუმში მონაწილეობს