აჭარაში რუსეთის მოქალაქე დავაკავეთ, რომელიც ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშუალებებს ჰყიდდა – შსს

შსს-ს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე – 1984 წელს დაბადებული ა.ბ. დააკავეს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში“არ იმოძრაო რუსთაველზე მანქანით” – ახალი სამოქალაქო ინიციატივა
შემდეგი სტატიარუსეთთან დამეგობრების შესახებ გიუმრის მერის განცხადების შემდეგ სპეცრაზმმა მერიის ჩხრეკა დაიწყო