აჭარაში „ფაიზერით“ ვაქცინაცია დაიწყო

აჭარაში „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. დილიდან ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რიგია. ახალი ვაქცინით პირველი 71 წლის გულნარა დავითაძე აიცრა.

„დიდი ხანი ველოდებოდი რიგს, სიმართლე გითხრათ, ერთი სული მქონდა, აცრა გამეკეთებინა და მგონია, რომ მხოლოდ ესაა პანდემიის დასასრული“, – აღნიშნა გულნარა დავითაძემ.

აჭარაში „ფაიზერის“ ვაქცინაზე ორი კვირის ჯავშანი უკვე შევსებულია. სულ რეგიონში ორი კვირის განმავლობაში დაგეგმილია 1 344 აცრა. ყოველდღიურად 84 პირი აიცრება.

პარალელურად, გრძელდება „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესი. გუშინ, დღის ბოლოს „ასტრაზენეკას“ ვაქცინით უკვე 499-მა პირმა ისარგებლა. „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია ბათუმში მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ „მედცენტრში“ ხორციელდება.

banner
წინა სტატიაშიიმერეთში „ფაიზერით“ ვაქცინაცია დაიწყო
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით რვა პაციენტი გარდაიცვალა