აჭარაში ორი პირი დააკავეს – ამოღებულია 100 შეკვრა გამომშრალი „მარიხუანა“

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბელორუსის რესპუბლიკის მოქალაქეები: 2003 წელს დაბადებული ი.კ. და 2005 წელს დაბადებული ი.ვ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყებსი ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, 100 შეკვრად დაფასოებული ნახევარ კილოგრამამდე გამომშრალი „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტარი ბეიდრონი: “მზია ამაღლობელი დემოკრატიული წინააღმდეგობის უმნიშვნელოვანეს სიმბოლოს წარმოადგენს”
შემდეგი სტატიაგადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში  და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ