აჭარაში ნარკორეალიზატორი დააკავეს – მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარაში 1971 წელს დაბადებული ნ.ჯ. ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ჯ. ნარკოტიკულ საშუალებების რეალიზაციას ახდენდა. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულისგან რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკის საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება “ბუპრენოფინი“” – წერია სამინისტროს განცხადებაში

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისაქმეთა წარმოება მასობრივი ცენზურის პრეცედენტს ქმნის – საია სოცქსელებში პოსტების გამო გასამართლებაზე
შემდეგი სტატიადონალდ ტუსკი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას ან შეჩერებას ემხრობა