აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 71 პაციენტიდან 60 უკვე გამოჯანმრთელდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 71 პაციენტიდან 60-მა დაავადება დაამარცხა. პაციენტები ბათუმის კლინიკა „მედალფას“ პარალელურად განიკურნენ თბილისისა და ქუთაისის კლინიკებში. რეგიონში გარდაიცვალა ორი პაციენტი.

კლინიკა „მედალფაში“ პაციენტების რაოდენობა ოთხამდე შემცირდა.

კლინიკის დირექტორის, ინგა ხოზრევანიძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი პირის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან ოთხი არსებული პაციენტის კონტაქტია, რამდენიმე საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს, ერთი ბოლნისს, ხოლო ერთიც თეთრიწყაროს უკავშირდება
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია​ : გამოჯანმრთელებულებს და ინფიცირებულებს შორის სხვაობა 100-ზე მეტია