აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 48 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია
სხვა სტატიები
- “თაიმერისთვის” თავდამსხმელის ფოტო ხდება ხელმისაწვდომი
- სენაკის, მესტიის, წალენჯიხის, ხობის, ჩხოროწყუს და აბაშის მუნიციპალიტეტების საკრებულოების ფრაქციებს არცერთი საკითხის ინიცირება არ მოუხდენიათ
- გიორგი მღებრიშვილი – ბორჯომის ხეობაში დაკვამლიანება შეიძლება, შეინიშნებოდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხე არსებობს
აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 489 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 456 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად რეგიონის კლინიკებში 980 პაციენტი მკურნალობს,კოვიდ სასტუმროში – 1 684, ონლაინ რეჟიმში ბინაზე კი – 3 227 ინფიცირებული.
აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 48 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. უწყების ცნობით, კლინიკებიდან დღეს 118 გამოჯანმრთელებული გაეწერა. ამასთან, რეგიონში თვითიზოლაციაში რჩება 10 441 პირი.
სულ აჭარაში „კოვიდ-19“ დაამარცხა 23 480-მა პაციენტმა.