აჭარაში ხვალ ინფექციონისტების დამატებითი ჯგუფი გაემგზავრება

მივიჩნევთ, რომ აჭარაში საწოლები რაოდენობის სიმცირის მოლოდინი დაიხურება, ჩვენი ახალი ჯგუფის წევრები ჩაერთვებიან ოპერატიულ მართვაში, კლინიკურ ზედამხედველობაში, გაუმჯობესდება საწოლების რაოდენობა და პაციენტების მოვლის ხარისხი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძე კლინიკური ჯგუფის წევრებთან შეხვედრის დროს განცხადა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, დღეის მდგომარეობით 569 ინფიცირებულია, კვლავ საყურადღებოა აჭარა, სადაც არის 207 ინფიცირებული.

„მნიშვნელოვანია თბილისში მზარდი დინამიკა და 168 ინფიცირებული გვყავს, იმერეთში ჯერ არის 117 ინფიცირებული, თუმცა ამ კუთხითაც საკმაოდ გააქტიურებულია როგორც სამინისტროს ჩართულობა, ასევე ადგილობრივი მენეჯმენტის ჩართულობა. გვაქვს კონკრეტული გეგმები, რა არის შემდგომი ნაბიჯები. ჩემი პირველი მოადგილე ზაზა ავალიანი ეს კვირა იმყოფება აჭარაში. მათი ხელმძღვანელობით მიმდინარეობს აჭარაში საწოლების რაოდენობის მობილიზება და ასევე ადგილზეა ათამდე მედიკოსი, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკური ჯგუფის მხრიდან არიან რეკომენდებული, როგორც რეანიმაციული ასევე ინფექციური კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ ბატონი თენგიზის გუნდიდან ხვალ ოთხი ადამიანი მივლენილია დამატებით აჭარაში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

რაც შეეხება საწოლების რაოდენობას, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ აჭარის რესპუბლიკურ საავადმყოფოს დაემატება კიდევ 50 საწოლი, აქედან 10 რეანიმაციული და 40 თერაპიული საწოლი.

„დანარჩენი საავადმყოფოები, რომლების აჭარის რეგიონში არიან და ჩვენთან თანამშრომლობენ, მათი მხრიდან იქნება გამოყოფილი დამატებით 30 საწოლი, რითიც ჩვენ ვთვლით, რომ აჭარაში საწოლების რაოდენობის სიმცირის მოლოდინი დაიხურება და ჩვენი ახალი გუნდის წევრებით, რომლებიც ჩაერთვებიან ოპერატიულ მართვაში, კლინიკურ ზედამხედველობაში, გაუმჯობესდება საწოლების რაოდენობა და პაციენტების მოვლის ხარისხი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, გურიის რეგიონს დაემატა ურეკის ცხელების ცენტრი, სადაც 21 საწოლია მობილიზებული.

„მნიშვნელოვანია, რომ ამ ცხელების კლინიკას გარდა მსუბუქი და ცხელების პაციენტებისა, შესაძლებლობა ექნება, საჭიროების შემთხვევაში მიიღოს ოთხი მძიმე პაციენტი, რომელიც 24-48 საათის განმავლობაში იქნებიან გადაყვანილი სხვა კლინიკებში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს, დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული პირების მონახულების უფლება მისცეს
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციასთან დებატებში არ შედის, რადგან შესაძლოა, ამან „ქართული ოცნების“ წისქვილზე დაასხას წყალი