აჭარაში გრიპის ვირუსით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

აჭარაში, გრიპის მწვავე გართულებული ვირუსით, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. აჭარის საზოგადოებრივი ცენტრის ინფორმაციით, სინჯი უკვე აღებულია და გადაგზავნილია თბილისში შემოწმებაზე, რათა დადგინდეს, უკავშირდება თუ არა ახალგაზრდა ქალის გარდაცვალება H1N1-ის ვირუსს.

არსებული ცნობით, პაციენტის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ამ ეტაპზე გრიპის მწვავე, რესპირატიული ვირუსი გახდა.

ბოლო მონაცემებით, აჭარის მასშტაბით, ლაბორატორიული კვლევისთვის სულ 57 ნიმუში იქნა აღებული, მათ შორის 16 შემთხვევაში H1N1 ვირუსი დადასტურდა. დადასტურებული შემთხვევებიდან, ნიჟარაძის განცხადებით, 2 პაციენტი ამ დრომდე სტაციონარში რჩება, 13 კი სრულად გამოჯანმრთელდა.

 

წყარო: pia.ge

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვერენჩხილაძე: სამართლიანი სასამართლო იუსტიციის საბჭოს ამ პირობებში ვერ შედგება
შემდეგი სტატია1990 წელს გადაღებული მელოდრამის „ლამაზმანის“ გაგრძელებას გადაიღებენ