აჭარაში, გრიპის გართულებული ფორმით რეანიმაციაში 9 პაციენტი რჩება

ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრს, დღის განავლობაში, 150-მდე პაციენტი მიმართავს.

სეზონური ვირუსული დაავადებების შემთხვევათა მატების გამო, ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების პოლიკლინიკები, პაციენტებს 09:00-დან 21:00 საათამდე მოემსახურებიან, საჭიროების შემთხვევაში მედიკოსები შეასრულებენ ბინაზე გამოძახებას.

პოლიკლინიკები დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე სრული დატვირთვით იმუშავებენ, 18:00-დან 21 საათამდე პაციენტებს მომსახურებას მორიგე ექიმები გაუწევენ. მორიგე ექიმები პაციენტებს დასვენების დღეებშიც მოემსახურებიან.

შეგახსენებთ, რომ აჭარაში H1N1-ის ოთხი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა. ქვეყნის მასშტაბით მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობოებმა გარდაბანში სამხედრო ბაზის მონახულებაზე უარი განაცხადეს
შემდეგი სტატიაგოჩა სვანიძე არჩევნებში დამარცხებულ ილია ზედგინიძეს თანამშრომლობას სთავაზობს