13.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

აჭარაში გერმანიის მიერ სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი 2 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე აჭარაში დააკავეს.

“დაკავებულები, გერმანიის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის გამოძალვის მიღების მიზნით ჩადენილი გატაცების, გაუპატიურებისა და სხეულის დაზიანების ბრალდებით იძებნებოდნენ.

დაკავებულებმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთეს, ვიდრე მათზე ძებნა გამოცხადდებოდა”. – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისოფელ ტყაიაში რამდენიმე სახლი დაიტბორა — ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები
შემდეგი სტატიასიახლე თიბისის მობაილბანკში – ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი