აჭარაში გამოკვლეული 3500 პირიდან, კორონავირუსი 193-ს დაუდასტურდა

აჭარაში 3 500 ნიმუშის კვლევის შედეგად კორონავირუსით ინფიცირების 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის, რეგიონში 1 800-ზე მეტი კოვიდინფივირებულია რეგისტრირებული. მათგან 494 პაციენტი მკურნალობს რეგიონის რვა კლინიკაში. კოვიდსასტუმროებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 949 პირი, ბინაზე კი 400-მდე ინფიცირებული მკურნალობს.

რეგიონში, დღეს 32 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა. მათ უკვე დატოვეს კოვიდსასტუმროები და კლინიკები.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში კორონავირუსისგან პირველი ორსული პაციენტი გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე – მჯერა, აღმშენებლობის გზა არის ის გზა, რომელიც საქართველოს გაამთლიანებს