აჭარაში გამოკვლეულ კიდევ 306 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

აჭარაში გასულ ღამეს კორონავირუსზე 306 პირი გამოიკვლიეს. 306-ივე ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.

ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 22 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი დღევანდელი მონაცემით ჩაუტარდა 13 999 პირს.

30 აპრილის შემდეგ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

რეგიონის მასშტაბით კარანტინში იმყოფება 781 პირი.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდეს
შემდეგი სტატიასაქართველოში თურქეთის საელჩო თურქეთში სამკურნალოდ წასვლის მსურველი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს