აჭარაში ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში, სავარაუდოდ, მეორე ტური ჩატარდება

აჭარის უმაღლესი საბჭოს 15:00 საათის მონაცემებით, შეჯამებული 348 უბნიდან, დამუშავებულია 265 შემაჯამებელი ოქმი.

როგორც უსკო-ში გამართულ ბრიფინგზე აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, პარმენ ჯალაღონიამ განაცხადა, დათვლილი უბნების შესაბამისად, პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, პირველ ადგილზე 44,73%-ით “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქრთველო”, ხოლო მეორეზე, 30,1%-ით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ლიდერობს.

ჯალაღონიას განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, 5%-იანი ბარიერი გადალახული აქვს “ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიულ მოძრაობასა” და “დავით თარხან-მოურავი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსს”.

რა შეეხება მაჟორიტარულ არჩვენებს, მაჟორიტარულ ოლქებში წინასწარი მონაცემებით საუკეთესო შედეგი “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატებს აქვთ.

ჯალაღონიას თქმით, არსებულ მონცემებზე დაყრდნობით სავარაუდოდ, ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში, საჭირო გახდება მეორე ტურის ჩატარება. რადგან ვერც ერთი სუბიექტის კანდოდატმა ვერ გადალახა 50%-იანი ზღვარი.

banner
წინა სტატიაში3045 უბნის შედეგების მიხედვით, “ქართულ ოცნებას” 49, 26 პროცენტი აქვს, “ნაციონალურ მოძრაობას” – 26, 46 პროცენტი
შემდეგი სტატიაგორში, ორივე მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება