აჭარაში COVID19-ით ექიმი გარდაიცვალა

აჭარაში კორონავირუსით მედიკოსი გარდაიცვალა. კლინიკაში გადაყვანისას, თავდაპირველად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, თუმცა, მოულოდნელად დამძიმდა. რეანიმაციული მანიპულაციები უშედეგო აღმოჩნდა და პაციენტი ნადია შერვაშიძე გარდაიცვალა.

ყველა ანალიზი ავუღეთ, ყველაფერი თითქოს ნორმაზე ჰქონდა, თვითონაც ამბობდა, რომ ხვალ სახლში უნდა წავიდეო, მაგრამ ასე მოხდა, რომ მოულოდნელად დამძიმდა და ვერ ვუშველეთ, – იხსენებს გარდაცვლილის კოლეგა.

გარდაცვლილი პირველი მედიკოსია აჭარის რეგიონში, ვინც კორონავირუსს ემსხვერპლა.

ვირუსს კიდევ ერთი მსხვერპლი ჰყავს მედიკოსებში, ამჯერად სამცხე-ჯავახეთიდან. გარდაცვლილი არაერთი წლის განმავლობაში იყო ახალციხის სასწრაფო განყოფილების ხელმძღვანელი. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ ის თბილისში გადმოიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

კოვიდინფექციის კუთხით, ქვეყნის მასშტაბით, დღესდღეობით 4.000-დე ინფიცირებული მედიკოსი გვყავს.

banner
წინა სტატიაშიპომპეო: აშშ-ს თანამშრომლობას საქართველოსთან უდიდესი მნიშვნელობა აქვს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – ძალიან ნიშანდობლივია, რომ მაიკ პომპეო არ შეხვდა იმ ოპოზიციას, რომელიც რუსული საქმით არის დაკავებული