აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 194 პაციენტი გამოჯანმრთელდა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, აჭარის რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლირებადია.

„სიტუაცია აბსოლუტურად კონტროლირებადია, კლინიკაში კიდევ გვაქვს 70-მდე თავისუფალი ადგილი, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებას 20 საწოლი დაემატა და ინტენსიური თერაპიის კუთხით, შეგვიძლია, ერთდროულად 45 პაციენტს ვუმკურნალოთ“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

რაც შეეხება აჭარაში ბოლო 24 საათის სტატისტიკას, გარდაიცვალა ერთი, გამოჯანმრთელდა 194, ხოლო დაინფიცირდა 241 ადამიანი.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ახალი პროტოკოლით რეგიონში სულ 1 300-ზე მეტი პირი გამოჯანმრთელდა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 2 100-ს აჭარბებს. მათგან 515 სტაციონარში, 900-მდე კოვიდ-სასტუმროებში, 700-ზე მეტი კი ბინაზე მკურნალობს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-40 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიათენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებს?