10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

აჭარაში აგროქიმიურ საშუალებათა არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა

აჭარაში აგროქიმიურ საშუალებათა არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა,_ ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს. ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე მდებარე შპს „ორსა“ (ს/კ 420009298) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საბითუმო/საცალო რეალიზაციას ეწეოდა სავალდებულო აღიარების გარეშე; დარღვეული იყო შეფუთვის მთლიანობა, რაც კანონმდებლობით აკრძალულია.

ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა”,_ აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: ასადი, მადურო, ხამენეი, ივანიშვილი – ეს უნდა იყოს ჩვენი პროგრამა და გეგმა
შემდეგი სტატიადავით სონღულაშვილი: მომხმარებელთა უფლებების დაცვა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა