აჭარაში 250 პირი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდგინდა

აჭარაში მე-12 დღეა, ​კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს დილით ცნობილი გახდა 250 ანალიზის პასუხი და ყველა უარყოფითია.

აჭარაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 14 მარტს დაფიქსირდა. ინფიცირება დაუდგინდა 71 პირს. მათგან 45 გამოჯანმრთელდა, ორი გარდაიცვალა. კლინიკაში რჩება 11 პაციენტი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 32-ით გაიზარდა
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაიას : კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია