აჭარაში 22-ე დღეა, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

ბათუმის ლაბორატორიებში გასულ ღამეს კორონავირუსზე 263 პირი გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია. 22-ე დღეა, რეგიონში ინფიცირების ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება.

გაგრძელდება, როგორც რესპირატორული ჩივილების მქონე პაციენტების, ასევე რისკჯგუფის პროფესიების მქონე მოქალაქეების და კარანტინში მყოფი პირების გამოკვლევები.

დღევანდელი მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 1 160 პირი. ჯამში სივრცეები დატოვა 6 114-მა პირმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვას ჩვენ გავართვით თავი და ახლა ვიბრძვით მეორე, ეკონომიკის სწრაფი, ეფექტური აღორძინების მიმართულებით
შემდეგი სტატიაპროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“ და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის სასამართლოს 14 პირისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა