აჭარაში 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა ჩავარდა

აჭარის უმაღლეს საბჭოში 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა ჩავარდა. საკანონმდებლო ორგანოში ბიუჯეტის პროექტის ჩავარდნამდე უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა საკუთარი შენიშვნები გამოთქვეს.

დეპუტატების მიერ გამოთქმული შენიშვნები გაუგებარი აღმოჩნდა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატ დავით ბაციკაძისათვის. უმრავლესობის დეპუტატს უკვირს, თუ რატომ არ უნდა მიეცათ დეპუტატებს ბიუჯეტის პროექტისათვის ხმა, მაშინ, როდესაც იგი 100 მილიონით იზრდება და მასში 100 შენიშვნიდან 97 გათვალისწინებულია.

ბიუჯეტისთვის მხარის დაჭერას თავიდანვე არ აპირებდნენ უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი დეპუტატი მედეა ვასაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებას მოითხოვს
შემდეგი სტატიაბიბისი: საქართველოს პრემიერი მოულოდნელად გადადგა