აჭარასა და კიდევ ათ ქალაქში დღეიდან 25 ნოემბრის ჩათვლით სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

დღეიდან 25 ნოემბრის ჩათვლით აჭარასა და კიდევ ათ ქალაქში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. ამის შესახებ, გუშინ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სწავლის დისტანციური რეჟიმი შენარჩუნდეს თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულში და გარდაბანში. ასევე, შეგახსენებთ, რომ აჭარაში სწავლა მიმდინარეობს დისტანციურ რეჟიმში, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მაია ცქიტიშვილმა, როგორც აღნიშნა ეს გადაწყვეტილება მიღებულია, მობილობის შემცირებისა და იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ დასახლებაში არჩევნების მეორე ტური ტარდება.

banner
წინა სტატიაში29 დევნილ ოჯახს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აუშენდება
შემდეგი სტატიავაკის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს COVID-19 ჰქონდა და 31-ში უბანზე იმყოფებოდა – ხოშტარია