აჭარასა და კიდევ ათ ქალაქში 4-დან 25 ნოემბრის ჩათვლით სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

4 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით აჭარასა და კიდევ ათ ქალაქში 4-დან 25 ნოემბრის ჩათვლით სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. აღნიშნულის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.

„სასწავლო პროცესის განახლების გრაფიკი იცვლება. 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით, დიდ ქალაქებში, როგორიცაა: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, აჭარა სასწავლო პროცესი დისტანციურ ფორმატზე გადავა. ასევე დისტანციურ რეჟიმზე გადავა სასწავლო პროცესი თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში“, – განაცხადა დგებუაძემ.

banner
წინა სტატიაშიმთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებს
შემდეგი სტატიახვალიდან მოქალაქეები, რომლებიც ღია და დახურულ სივრცეებში პირბადეს არ გამოიყენებენ, 20 ლარით დაჯარიმდებიან