19.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
banner

​„აჭარა თაიმსი“ ქობულეთში ქალის დაჭრაზე წერს — შსს-ს ცნობით, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას

Close-up of the blue and red lights on top of a police vehicle

აჭარა თაიმსის ინფორმაციით, ქობულეთში ქალი დაჭრეს – შსს მომხდარს უარყოფს და ამბობს, რომ ქალზე ფიზიკურად იძალადეს .

როგორც გამოცემა ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა, სადაც კაცმა ქალი დაჭრა. შემთხვევის მოტივად ეჭვიანობა სახელდება.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს. შსს-ს ცნობით, ბრალდებული უკვე დაკავებულია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის ფინანსური განათლების ეკოსისტემა –  ინიციატივა, რომელიც ფინანსურ განათლებას ყველა თაობისთვის ხელმისაწვდომს ხდის
შემდეგი სტატიასაქართველოში დაკარგული ტაილანდელი ბლოგერი გარდაცვლილი იპოვეს