ბათუმში როლანდ დავითაძის მკვლელობის საქმეზე სავარაუდო დამნაშავე მოკლულის მეზობელია, რომელსაც პოლიცია 6 დღეა ეძებს,_ინფორმაციას “აჭარა თაიმსი” ავრცელებს.
ადგილობრივი მედია წერს, რომ 1 ივნისს ბათუმში, ე.წ. ბონის დასახლებაში, მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები კვლავ მიმდინარეობს, თუმცა დამატებითი ინფორმაცია და მკვლელობის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.
შემთხვევა 31 მაისს ე.წ. ბონის დასახლებაში, ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე მოხდა. სროლის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიჭრა და ის კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, “ცოლ-შვილს ელოდებოდა და მაგ დროს 7-8 ტყვია გავარდა… 8 ჭრილობა მიაყენეს კაცს. სკოლის მოსწავლეები მიდი-მოდიან, შეეშინდათ ბავშვებს, ტირილი დაიწყეს” შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.















