„აჭარა ჯგუფი“ – სასტუმრო მასპინძლობს ნებისმიერ სტუმარს, მათი სტატუსის წინასწარ გადამოწმების გარეშე

ვიზიარებთ პროტესტის სულისკვეთებას, სასტუმრო მასპინძლობს ნებისმიერ სტუმარს, მათი სტატუსის წინასწარ გადამოწმების გარეშე, – ამის შესახებ ნათქვამია „აჭარა გჯუფის“ განცხადებაში.

„ვიზიარებთ პროტესტის სულისკვეთებას და წუხილს გამოვთქვამთ შექმნილი ვითარების გამო.

ჩვენი საქმიანობის გათვალისწინებით, სტუმრისა და თანამშრომლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს ვალდებულებას. სასტუმრო მასპინძლობს ნებისმიერ სტუმარს, მათი სტატუსის წინასწარ გადამოწმების გარეშე და არანაირ პრივილეგიას, მითუმეტეს კანონსაწინააღმდეგოს, არ ანიჭებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვან და უპირობო საკითხს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ვგმობთ ქვეყნის ოკუპაციას“,- აღნიშნულია „აჭარა ჯგუფის“ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიხუხაშვილი პოზნერის ვიზიტზე – კომენდანტის საათის დროს ვახშმობა უკიდურესი თავხედობა, სიბრიყვე და პროვოკაციაა
შემდეგი სტატიადღეიდან ძველი სანომრე ნიშნით ავტომობილის გადაადგილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა