
“ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა და მატარებელი სასაზღვრო სადგურამდე მივიდა. ამ მონაკვეთზე სარკინიგზო გზა უკვე მზად არის. შექმნილია ყველა პირობა მოძრაობისთვის”, – ნათქვამია აზერბაიჯანის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში.
ბაქო-თბილისი-ყარსის 105-კილომეტრიანი სარკინიგზო მაგისტრალის დასრულება 2015 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო, მშენებლობა კი – 2008 წელს. პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე მარაბდა-ახალქალაქის სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას და ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ახალქალაქიდან თურქეთის საზღვრამდე.


















