26.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 11, 2026
banner

ახალგორელებისთვის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა გამარტივდა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის გადაწყვეტილებით, ე.წ. გამშვები პუნქტების სამუშაო განრიგი გაფართოვდა. ცვლილება ახალგორის რაიონის მცხოვრებლებს გადაადგილებას გაუადვილებს.

„რაზდახანის“ (ოძისის) გამშვები პუნქტი: იმუშავებს კვირაში 4 დღე — ხუთშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას, 08:00-დან 18:00 საათამდე.

„პერევის“ გამშვები პუნქტი: ღია იქნება კვირაში 3 დღე — სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს, 08:00-დან 18:00 საათამდე.

პარალელურად ცნობილი გახდა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დადგენილების პროექტით, ოკუპირებული აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დნესტრისპირეთის მცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მისაღები საკონსულო მოსაკრებელი 600 დოლარიდან 65 აშშ დოლარამდე მცირდება.

banner
წინა სტატიაშიდაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
შემდეგი სტატია“რეჟიმი სუსტია, ნუ გააუფასურებთ ამ დაპირისპირებას”- ლევან ხაბეიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს ეხმაურება