AC/DC-ის დრამერს პატიმრობა მიუსაჯეს

AC/DC-ის დრამერს პატიმრობა მიუსაჯეს

ცნობილი ბენდის AC/DC-ის დრამერს ფილ რადს ახალ ზელანდიაში სასამართლომ 8 თვით შიდა პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალი ნარკოტიკების შესახვასა და სიკვდილის მუქარაში ედება.

მთელი ხნის განმავლობაში, სანამ მუსიკოსი პატიმრობაში იქნება საკუთარ ახალზელანდიურ სახლში ქალაქ ტაურანგაში, მასზე თვალთვალი განხორციელდება. ამასთანავე, სასამართლომ მას ნება დართო სტუმრები მიიღოს.

სასამართლო პროცესის დაწყებმადე რადმა საკუთარ ფანებს მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის და საქმესთან დაკავშირებით კომენტარებისგან თავი შეიკავა.

თავდაპირველად, პროკურატურა საქმის მასალებიდან გამომდინარე ფიქრობდა, რომ ფილ რადი ორი ადამიანის მოსაკლავად მკვლელის დაქირავებას აპირებდა, მაგრამ მსვლელობისას ვერსია არ დადასტურდა. მუსიკოსმა ნარკოტიკების შესახვასა და მუქარის ბრალი აღიარა.
ის თავისი სოლო ალბომის Head Job-ის ერთ-ერთ გამომცემელს ალბომის ჩავარდნის გამო ემუქრებოდა.
რადის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მუქარა გაბრაზებული ადამიანის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარი იყო, რომელიც ალბომის ჩავარდნას განიცდიდა და ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

რადი AC/DC -ის დრამერი 1975 წელს გახდა, თუმცა ბენდი 1983 წელს დატოვა და ახალ ზელანდიაში გადასახლდა.
რამდენიმე წლის წინ რადი ისევ დაბრუნდა ბენდში და ალბომების ჩაწერასა და საკონცერტო ტურებში მონაწილეობს. ის ჟურნალ Classic Rock-ის მიერ 50 საუკეთესო დრამერთა შორის დასახელდა.

banner
წინა სტატიაშიგედევან ფოფხაძე – სემეკმა კომერციულ ინტერესსა და ადამიანის უფლებებს შორის ბალანსი უნდა დაიცვას
შემდეგი სტატიაბერძნული ბანკები ორშაბათამდე დაკეტილი იქნება