18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

აბუ დაბიში ბირთვულ ელექტროსადგურთან დრონით თავდასხმა განხორციელდა

არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ აბუ დაბიში ბირთვულ ელექტროსადგურთან დრონით თავდასხმა განხორციელდა.

„მიმდინარეობს გამოძიება თავდასხმების წყაროს დასადგენად“, – დასძენს სამინისტრო.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აბუ დაბის ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი გაჩნდა „დრონის დარტყმის“ შედეგად.

აბუ დაბის ხელისუფლებამ ბარაკაჰის ატომური ელექტროსადგურის გარეთ ელექტროგენერატორში დრონის დარტყმის შედეგად გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

პრესცენტრის თანახმად, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არის და ხანძარს რადიაციული უსაფრთხოების დონეებზე გავლენა არ მოუხდენია.

„ბირთვული რეგულირების ფედერალურმა ორგანომ დაადასტურა, რომ ხანძარმა გავლენა არ მოახდინა ელექტროსადგურის უსაფრთხოებაზე ან მისი აუცილებელი სისტემების მზადყოფნაზე და რომ ყველა ბლოკი ნორმალურად მუშაობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ოჯახი იქ იწყება, სადაც ორი ადამიანის სიცოცხლე ერთ სულიერ გზად იქცევა”- მეუფე ზენონი
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი: საქართველოს ისტორია გვასწავლის ერთ უმთავრეს ჭეშმარიტებას – იქ სადაც მტკიცეა ოჯახი, მტკიცეა საზოგადოებაც, ეროვნული თვითშეგნებაც და თავად სახელმწიფოც