“აბსურდის თეატრში ივანიშვილის რეჟიმთან შეყოლა, თან კანონის დარღვევით, არის მორიგი მავლებლობა პრეზიდენტისგან”- ბოკერია ფარცხალაძეზე

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, ეხმიანება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, არ შეუწყვიტოს ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა.
გიგა ბოკერიას თქმით, სრული აბსურდი და სიცრუეა, თითქოს, მოქალაქეობის ჩამორთმევით, რაიმე სახით ეზღუდება საქართველოს ფარცხალაძის დევნა ან ნებისმიერი სხვა ადამიანის, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ჯაშუშობდა ან მძიმე დანაშაულს სჩადიოდა.
“საიდან მოიტანეს ეს აბსურდი, წარმოდგენა არ მაქვს. ეს არის სისულელე უბრალოდ. თუ რამე ინტრიგის გეგმა არსებობს, რაც მე არ მესმის ზოგადად აბსურდის თეატრში ივანიშვილის რეჟიმთან შეყოლა, თან კანონის დარღვევით, არის მორიგი მავლებლობა სალომე ზურაბიშვილისგან”.- ამბობს გიგა ბოკერია.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ოდესას რაკეტებით შეუტია – საჰაერო განგაში იყო უკრაინის სამხრეთ რეგიონებში
შემდეგი სტატიაბოკერია ოპოზიციაზე თავდასხმაზე: ივანიშვილის რეჟიმი არის სამარცხვინო, ამაზრზენი, პუტინისტური კრიმინალების ბანდა