აბსურდის თეატრია, ენმ-ს და გაერთიანებულ ოპოზიციას დააბრალონ არჩევნების გაყალბება – უდუმაშვილი კობახიძეს პასუხობს

”ჩვენ ვიმუშავებთ ბოლო წვეთამდე, ბოლო საათამდე”- ზაალ უდუმაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ირაკლი კობახიძემ ენმ-ს წევრები არჩევნების გაყალბებას ცდილობენ.

უდუმაშვილი კობახიძის განცხადებას “აბსურდის თეატრს” უწოდებს.

“აბსურდის თეატრია, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გაერთიანებულ ოპოზიციას დააბრალონ არჩევნების გაყალბება – მიღებულია დავალება, რომ ჩვენი წარმომადგენლები მასიურად გააძევონ უბნებიდან. რა ვითარებაშიც მიმდინარეობს არჩევნები ამას ყველა კარგად ვხედავთ. ახლა მიღებულია დავალება, რომ ჩვენი წარმომადგენლები მასიურად გააძევონ უბნებიდან, კახეთში ხდება მასიურად გამოყრა, რათა რაც შეიძლება ნაკლები ჩვენი წარმომადგენელი დარჩეს უბანზე. თუმცა, მერწმუნეთ არაფერი აღარ უშველის, მოსახლეობამ მიიღო გადაწყვეტილება და უბნებზე მშვიდად დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი : დარწმუნებული ვარ, მოსახლეობა გააკეთებს სწორ არჩევანს და მიიღებს ბრძნულ გადაწყვეტილებას
შემდეგი სტატია“ადამიანს, რომელმაც მიღალატა და კომისია დატოვა, სადაც შეიძლება მისი ხმა გადამწყვეტი ყოფილიყო, ხმას არ მივცემ”-ზაზა სარალიძე