,,აბსურდის თეატრი, ივანიშვილმა სახელმწიფო გაანადგურა”

პრემიერ-მინისტრის ცვლილებას და სამინისტროების შემცირებას, ”დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე კრიტიკულად აფასებს.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებები პოლიტიკურ ლოგიკას არ ექვემდებარება.

ბურჯანაძის განცხადებით, დროებითი მთავრობის დამტკიცება არათუ დემოკრატიულ ქვეყნებში, არამედ დიქტატორულ ქვეყნებშიც არ ხდება.

„ეს არის აბსურდის თეატრი. ეს არის ვითარება, რომელიც არ ექვემდებარება არა თუ პოლიტიკურ ლოგიკა, არამედ საერთოდ არანაირ ლოგიკას. მე სიმართლე გითხრათ, ანალოგი არ ვიცი. დემოკრატიულ სახელმწიფოში ხომ, რა თქმა უნდა არ ვიცი, მაგრამ არც დიქტატურულ სახელმწიფოში არ ვიცი მსგავსი ანალოგი, იმიტომ რომ დიქტატორები, როგორც წესი ცდილობენ გარეგნული ფორმით დაიცვან ის დაწერილი კანონები, რომელიც არსებობს. გარეგნული ფორმით, არა შინაარსობრივად. ჩვენთან ხდება ყველაფრის როგორც შინაარსობრივი უგულებელყოფა, ასევე ფორმის აბსოლუტურად დარღვევა და საერთოდ, ეს ქვეყანას უკვე აღარ ჰგავს. მე ვამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა, სახელმწიფო, როგორც ესეთი, გაანადგურა,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაში“კითხვა მაქვს : ამ თქვენი ბრწყინვალე იდეებიდან, რომელს გიბლოკავდათ კვირიკაშვილი?” – ბოკერია ბახტაძეს
შემდეგი სტატიანარკოტიკებთან ბრძოლა არ დაწყებულა „ბასიანით“ და არც დამთავრდება – გიორგი გახარია