აბსოლუტურად უინტერესოა ლავროვის შეფასებები – ბოჭორიშვილი

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი, ლავროვის განცხადებას ეხმაურება.

დეპუტატი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ კანონპროექტი რუსული არ არის:

“სერგეი ლავროვს, ალბათ, მოეწონება რუსული კანონი, თუმცა საქართველოსთან მიმართებაში რა არის რუსული კანონი, არ ვიცი და არ არის საქართველოსთან რელევანტური სერგეი ლავროვის განცხადებები რუსულ კანონთან დაკავშირებით. აბსოლუტურად უინტერესოა ლავროვის შეფასებები… საერთოდ არ არის ჩემთვის საინტერესო, რას ამბობს ლავროვი კანონპროექტთან დაკავშირებით თუ ის საქართველოს პარლამენტში განიხილება. ძალიან ბევრ ეჭვს აჩენს, რატომ გაინტერესებთ ასე ძალიან ან რატომ ემთხვევა თქვენს ინტერესებს ლავროვის განცხადებები,“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიერთ-ერთი გამორჩეული, ღირსეული ადამიანია – გომელაური “ხარებაზე”
შემდეგი სტატიაან მოერევი ან მოგერევიან. ასეთი სისტემა გვინდა? – მანჯგალაძე გომელაურს