“აბსოლუტურად უაზრობაა საუბარი შეერთებული შტატების მიერ გრენლანდიის დაუფლების საჭიროებაზე” – დანიის პრემიერი დონალდ ტრამპს პასუხობს

დანიის პრემიერმინისტრის პასუხი დონალდ ტრამპს და სპეციალური განცხადება – მეტე ფრედერიკსენი ამბობს, რომ აშშ-მ გრენლანდიაზე “მუქარა” უნდა შეწყვიტოს.

“მე ეს აშშ-ს ძალიან პირდაპირ უნდა ვუთხრა:

აბსოლუტურად უაზრობაა საუბარი შეერთებული შტატების მიერ გრენლანდიის დაუფლების საჭიროებაზე. შეერთებულ შტატებს თანამეგობრობის სამი ქვეყნიდან არც ერთის ანექსიის უფლება არ გააჩნია.

დანიის სამეფო და შესაბამისად გრენლანდია არის NATO-ს ნაწილი და აქედან გამომდინარე მას ფარავს ალიანსის უსაფრთხოების გარანტია. ჩვენ უკვე გვაქვს თავდაცვის შეთანხმება სამეფოსა და შეერთებულ შტატებს შორის, რომელიც შეერთებულ შტატებს აძლევს ფართო წვდომას გრენლანდიაზე. ჩვენ, სამეფოს მხრიდან, მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩავდეთ არქტიკის უსაფრთხოებაში.

შესაბამისად მე მკაცრად მოვუწოდებ შეერთებულ შტატებს, შეწყვიტონ მუქარა ისტორიულად ახლო მოკავშირისა და სხვა ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე იმ ხალხის მიმართ, რომელმაც ცხადად თქვა, რომ არ იყიდებიან.” – წერია დანიის პრემიერის განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით სჭირდება.

„ჩვენ გრენლანდია გვჭირდება. ახლა ის ძალიან სტრატეგიულია. გრენლანდია ყველგან რუსული და ჩინური გემებითაა დაფარული. ჩვენ გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით გვჭირდება და დანია ამას ვერ შეძლებს“, – განაცხადა ტრამპმა.

banner
წინა სტატიაშიჯო უილსონი: “ტრამპმა ნარკოკარტელების შეჩერებითა და მადუროს დაკავებით ამერიკელთა სიცოცხლე დაიცვა”
შემდეგი სტატიასაქართველოს გავლით ევროპის ბაზარზე გასული სანქცირებული რუსული ნავთობი – მკვლევარების განცხადებები