“აბსოლუტურად ყალბად, მოგონილი აჟიოტაჟია ყველაფერზე” – ჯანდაცვის მინისტრი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე

ქიმიური ნივთიერების სკანდალთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი პანიკის და ჟიოტაჟის საფუძველს ვერ ხედავს. მიხეილ სარჯველაძის მტკიცებით, აქციების დროს გამოვლენილ ჯანმრთელობის პრობლემებს მასშტაბური არ ყოფილა და ინდივიდუალური შემთხვევების შესაფასებლად სამედიცინო სისტემა მზად არის.

მინისტრი აცხადებს, რომ არსებული ინფორმაცია, რომელზეც საზოგადოებაში კითხვის ნიშნები გაჩნდა, არ უკავშირდება იმ ტიპის სიტუაციას, რომელიც დამატებით ჩარევას ან ქიმიურ კვლევებს მოითხოვს. სარჯველაძე ასევე მიუთითებს, რომ არასანქცირებულ აქციებზე პოლიციის მიერ რესპირატორული გაღიზიანების გამომწვევი საშუალებების გამოყენება საერთაშორისო პრაქტიკას შეესაბამება.

საქმე იმაში გახლავთ, რომ ის მონაცემები, რომეიც ვრცელდება, რომელზე დაყრდნობითაც ადამიანები არასწორ დასკვნებს აკეთებენ იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა ვითარება არის საგანგაშო ან ისეთი, რომელიც იმსახურებს ისეთ ყურადღებას, რომ აუცილებელია, რომ ვინმე ჩაერთოს, შეისწავლოს, გამოიკვლიოს, რაღაცა დასკვნები გააკეთოს, ეს არის უსაფუძვლო და მცდარი. მარტივად დასვით უბრალოდ კრიტიკული კითხვა თქვენ თვითონ და გაანალიზეთ, აი, ის დასკვნა, ჩახუნაშვილების დასკვნა, იმაშია აღწერილი, რომ მრავალათასიანი მიტინგის დროს მოხდა ამის გამოფრქვევაო და თურმე აღმოჩნდა, რომ რესპირატორული პრობლემებით მიმართა სასწრაფოს სულ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა. ინდივიდუალურ შემთხვევებში თუკი ვინმეს აქვს რამე საჭიროება, რომ გამოკვლეული იქნას, დიახ, რა თქმა უნდა, სამედიცინო პერსონალი, მთლიანად საავადმყოფოები, კლინიკები, ყველანი მზად არიან იმისთვის, რომ ინდივიდუალურად შეფასებები გააკეთოს, მაგრამ რაიმე საგანგაშო მონაცემები, რომელზე დაყრდნობითაც ვინნმეს უნდა პანიკა აეტეხა და ეთქვა, რომ აქ ქიმიურ ნივთიერებაზე ეჭვი უნდა მივიტანოთ და ქიმიური გამოკვლევები ჩატარდესო, დიახ, რა თქმა უნდა, ვეთანხმები იმ აზრს, რომელიც აქ აბსოლუტურად ყალბად, მოგონილი აჟიოტაჟია ყველაფერზე. მე ვთვლი, რომ ეს იყო, რა თქმა უნდა, კანონსაწიააღმდეგო აქია. კანონსაწინააღმდეგო აქციის დროს, რა თქმა უნდა, პოლიციას და საპოლიციო ძალებს უკლებლივ ყველა ნორმალურ ქვეყანაში აქვს უფლება, გამოიყენოს სხვადასხვა საპოლიციო საშუალება, მათ შორის, ისეთი საშუალება, რომელიც იწვევს რესპირატორული სისტემის გაღიზიანებას, ცრემლდენას და ა.შ. , – ამბობს სარჯველაძე.

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშისუს-მა ვახტანგ გომელაური და “ხარება” ქიმიური ნივთიერების სკანდალთან დაკავშირებით გამოკითხა
შემდეგი სტატიაპროკურატურასთან მყოფი 38 წლის მემწვანილის ოჯახი, დამნაშავეების დასჯას ითხოვს