„აბსოლუტურად არ მაღელვებს ეგ საკითხი” – მურუსიძე უვადოდ ინიშნება

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ლევან მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ დანიშვნაზე მსჯელობს. არ არის გამორიცხული, ლევან მურუსიძე თანამდებობაზე უვადოდ განმწესდეს. მურუსიძის განცხადებით, უკვე არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც სამწლიანი გამოცდილების მქონე მოსამართლეს, ავტომატურად უვადოდ გადანიშვნავს უზრუნველყოფს.

„აბსოლუტურად არ მაღელვებს ეგ საკითხი, ვინაიდან, ასევე არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც წერია, რომ მოსამართლე, რომელსაც აქვს სამი წლის გამოცდილება, მასზეც არ უნდა გავრცელდეს ვადა და ისინი ითვლებიან უვადოდ გადანიშნულად.

ამ საკითხს წყვეტს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ყველას აქვს უფლება თავიანთი მოსაზრება გამოხატონ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, რაც მიაჩნია სწორად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, იმ გადაწყვეტილებას მიიღებს. მე არც ერთი საქმე არ მაწერია, მაგრამ მაქვს განხილული ათასობით საქმე, როდესაც ვიყავი უზენაეს სასამართლოში,” – განაცხადა მურუსიძემ.

banner
წინა სტატიაშიერთობლივი საგანგებო დეკლარაცია – ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი კონსტიტუციის დასაცავად
შემდეგი სტატიაკომისია იყო ყველაზე ინკლუზიური რაც კი ისტორიას ახსოვს ამ 25 წლის განმავლობაში- კობახიძე