„აბრეშუმის გზის ბიზნესფორუმთან“ დაკავშირებით 21-23 ოქტომბერს თბილისში გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა აიკრძალება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო

„აბრეშუმის გზის ბიზნესფორუმთან“ დაკავშირებით 21-23 ოქტომბერს თბილისში გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა აიკრძალება-ამის შესახებ განცხადებას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ თბილისში, 21-23 ოქტომბერს დაგეგმილ „აბრეშუმის გზის ბიზნეს-ფორუმთან“ დაკავშირებით, სატრანსპორტო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება.

კერძოდ, 21 ოქტომბერს, 15:00 საათიდან გადაიკეტება შოთა მესხიას ქუჩა, ხოლო 00:00 საათიდან – ვასო აბაშიძისა და რევაზ ლაღიძის ქუჩები.

22 ოქტომბერს, 18:00 საათზე გადაიკეტება რესპუბლიკის მოედანი. ელბაქიძის ქუჩიდან მომავალი ავტოტრანსპორტი მოძრაობას განაგრძობს ფილარმონიის მიმართულებით, ხოლო ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან ავტოტრანსპორტი ვერ მოხვდება ელბაქიძის ქუჩაზე – სატრანსპორტო ნაკადი მოძრაობას თავისუფლების მოედნის მიმართულებით შეძლებს.
საჭიროების შემთხვევაში, პატრულ-ინსპექტორები მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტების შესახებ ადგილზე მიაწვდიან ინფორმაციას.”-ნათქვამია გაცხადებაში

banner
წინა სტატიაშიგიორგი კანდელაკი – დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა შეხმატკბილება „ქართულ ოცნებასა“ და პრორუსულ პოლიტიკურ ჯგუფს შორის
შემდეგი სტატიასემეკ-ის თავმჯდომარედ დავით ნარმანია აირჩიეს