აბრეშუმის გზის მე 12 საერთაშორისო კონფერენცია შავი ზღვის საერთაშორისო უნიერსიტეტში ჩატარდა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში აბრეშუმის გზის მე-12 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია დაიწყო თემაზე: ,,დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა თანამედროვე გამოწვევები რეგიონალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების ჭრილში„
კონფერენციის მიზანია ხელისუფლების წარმომადგენლების, უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით გაიმართოს მრგვალი მაგიდა,სადაც განხილული იქნება ადამიანის უფლებებთან,მმართველობის ფორმებთან, ხელისუფლების შტოებს შორის არსებული გაწონასწორებისა და დაბალანსების პრინციპებთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები. მსჯელობის საგანი იქნება ასევე, რამდენად საჭიროა რეგიონის ქვეყნებისათვის კონსტიტუციური რეფორმა და რა მიმართულებით უნდა წარიმართოს იგი.
კონფერენციას ატარებენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკურიუნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთარუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 70 მდე მომხსენებელი საქართველოდან, ამერიკიდან,კანადიდან, გერმანიიდან,ესპანეთიდან,თურქეთიდან,ავსტრიიდან, რუსეთიდან,აზერბაიჯანიდან, ინდოეთიდან, რუმინეთიდან, საუდის არაბეთიდან, ხორვატიიდან, ირანიდან, ერაყიდან.

banner
წინა სტატიაშიაფხაზური დელეგაცია ჩინეთს სტუმრობდა
შემდეგი სტატიაპროკურატურამ ო.წოწორიას საცხოვრებელ ბინაში იარაღის და საბრძოლო მასალის აღმოჩენის ფაქტზე დაწყებული გამოძიება შეწყვიტა