“დრო მუშაობს პუტინის წინააღმდეგ”, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გერმანიაში, “რამშტეინის” ფორმატი რიგით მე-15 შეხვედრის გახსნისას.
ოსტინმა კიდევ ერთხელ დადო პირობა, რომ პარტნიორები უკრაინის გვერდით იქნებიან მანამ, სანამ საჭირო იქნება.
“აბრამსის ტანკები მალე უკრაინის ბრძოლის ველზე იქნება. ჩვენ მჭიდროდ ვიმუშავებთ უკრაინელ პარტნიორებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ყველა დახმარება, რომელსაც ჩვენ უკრაინას ვუწევთ, იყოს გამოყენებული ეფექტურად და ისე, როგორც ეს უნდა იყოს. ჩვენ ვსაუბრობთ აბრამსის ტანკებზე, რომლებიც უკრაინის ბრძოლის ველზე უნდა იყოს“, – თქვა ოსტინმა.