“აბლაბუდა” – უკრაინის უსაფრთხოების სპეცოპერაცია, რომელიც 1.5 წელი იგეგმებოდა

1-ელ ივნისს უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა, რის ფარგლებშიც, ამჟამინდელი ცნობებით, განადგურებულია 2 მილიარდი დოლარის ღირებულების 41 რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი.

ამასთანავე, გამოცემა Axios უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინამ ტრამპის ადმინისტრაციას წინასწარ აცნობა რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე დაგეგმილი იერიშის შესახებ.

უკრაინული მხარის ცნობით, ოპერაციას წელიწად-ნახევრის განმავლობაში გეგმავდნენ და მას ზედამხედველობას ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უწევდა.

წყაროების ცნობით, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთში საიდუმლოდ ჯერ დრონები, შემდეგ კი ხის ყუთები შეიტანა.

რუსეთის ტერიტორიაზე წარმატებით შეტანის შემდეგ დრონები აღნიშნული ყუთებში დამალეს, თავად ყუთები კი სატვირთოებზე მოათავსეს. გავრცელებული ინფორმაციით, იერიშის დაწყებამდე სახურავები დისტანციურად გაიღო, რის შემდეგაც დრონები აფრინდნენ და ახლომდებარე რუსულ სამხედრო აეროდრომებს დაარტყეს.

banner
წინა სტატიაშიბოლო მონაცემებით განადგურებული ან დაზიანებულია 40-მდე თვითმფრინავი, ძირითადად ტაქტიკური ბომბდამშენები
შემდეგი სტატიასააგენტო Reuters-მა სამშვიდობო წინადადებების ტექსტი მოიპოვა