უკრაინული წრეები ჯერჯერობით დუმილის რეჟიმს ინარჩუნებენ და არაფერს ამბობენ ან წერენ კიდევ ერთ უნიკალურ სპეცოპერაციაზე, რომელსაც რუსეთში უკვე უწოდეს “აბლაბუდა-2”.
საქმე ის გახლავთ, რომ ეშელონი, რომლის პლატფორმაზე განთავსებული იყო ათეულობით საბრძოლო, უკრაინისკენ მიმავალი ჯავშანტექნიკა, პირწმინდად განადგურდა. ამის გაკეთება უკრაინელებმა ამავე ეშელონს ჩაბმული სატრანსპორტო ვაგონების ღიობებიდან აფრენილი დრონებით შეძლეს.
ამ სატრანსპორტო ვაგონ3ებით უკრაინაში მარცვლეულიც გადაჰქონდათ. დამწვარია ათეულობით ერთეული ტანკი, ჯავშანტრანსპრტირი და შეჟავშნული საბრძოლო მანქანები. ეშელონზე გაჩენილი ხანძის კერები ჩანს თანამგზავრიდანაც.
ოპერაციის დეტალები ორშაბათს ან სამშაბათს გახდება ცნობილი, მანამდე კი წაიკითხეთ, როგორ მოთქვამენ რუსი სამხედრო ბლოგერები:
“კიდევ ერთი შოკისმომგვრელი მარცხი ჩვენი სპეციალური სამსახურების მხრიდან. დუმილს აზრი აღარ აქვს — მტერმა ააფეთქა ლოკომოტივი, რომელსაც, ტანკები, ათეულობით ჯავშანმანქანა და სატრანსპორტო ტექნიკა გადაჰყავდა.
ერთ მომენტში, მოძრაობისას, მარცვლეულის სატრანსპორტო ვაგონებზე განთავსებული ღიობები გაიხსნა და იქიდან დრონები გამოფრინდა. სწორედ ამ დრონებმა განახორციელეს იერიში პლატფორმებზე განლაგებულ ტექნიკაზე.
გაუგებარია, ვის მოუვიდა თავში იდეა, სამხედრო ტექნიკა მარცვლეულის ვაგონებთან ერთად გაეგზავნათ. ასევე გაურკვეველია, როგორ შეძლო უკრაინის უშიშროების სამსახურმა დრონების იქ დამალვა.
პირველი დარტყმა ლოკომოტივზე განხორციელდა, რის გამოც მატარებელმა დაკარგა სიჩქარე და გაჩერდა. შედეგად, მტერმა ტექნიკის უმეტესი ნაწილი დაბრკოლების გარეშე გაანადგურა. ოპერაციას შიდა წრეებში უწოდებენ „ობობას ქსელი 2.0“.
ვიღაცამ ამაზე აუცილებლად უნდა აგოს პასუხი.” – წერენ რუსი “ვოენკორები”.