აბიტურიენტები ირჩევენ ტექნიკურ უნივერსიტეტს

„როდესაც გაისად განაცხადის ფორმას შევავსებ, აუცილებლად ტექნიკურ უნივერსიტეტს მივუთითებ. რაც ფიზიკოსებთან და იურისტებთან დღეს ჩვენ ვნახეთ, მსგავსი არც ერთ უნივერსიტეტში არ გვინახავს. ასეთ ლაბორატორიებში პრაქტიკას ნებისმიერი ადამიანი ისურვებს“.

„კრიმინალისტიკის ლაბორატორია, ჩემი აზრით, არის ის, რამაც საბოლოო არჩევანი გამაკეთებინა და დღეს ზუსტად ვიცი, რომ აქ მოვალ სწავლის გასაგრძელებლად. ეს არის საოცრება, რომელსაც ანალოგი არა აქვს“, – ასე შეაფასეს „განათლების სახლის“ მოსწავლეებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკისა და კრიმინალისტიკის ლაბორატორიები.

„განათლების სახლის“ მოსწავლეები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით, უნივერსიტეტს ეწვივნენ დაშეხვდნენ სხვადასხვა მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, დაათვალიერეს უნივერსიტეტის მდიდარი ინფრასტრუქტურა, მოისმინეს დეტალური ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე; გამოთქვეს სურვილი, რომ ასეთმა თანამშრომლობამ მიიღოს პერიოდული ხასიათი.

 

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის ჩრდილოეთით მიგრანტების ბანაკს ცეცხლი გაუჩნდა
შემდეგი სტატიაბერლინის სკოლამ მასწავლებელს ჯვრის ტარება აუკრძალა