აბესაძე: ნუ მისცემთ პროკურატურას საშუალებას, თარგამაძის სამეზე დანაშაული მიჩქმალოს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ ყოფილი დეპუტატის გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმესთან დაკავშირებული პროცესი ბურისით არის მოცული.

როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აბესაძემ აღნიშნა, ხელისუფლებამ თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე „კვაზი სამართლებრივი განცხადებები არ დაიშურა“.

მისი თქმით, განცხადებები „უკრაინულ კვალზე“ გაკეთდა და საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა, მაშინ, როდესაც რეალურად, დანაშაული პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ იქნა ჩადენილი და ტერორიზმის ნიშნებსაც შეიცავდა.

„არჩევნების შემდეგ დუმილია და ეს ადამიანი საკუთარი საქმის მასალებსაც არ იცნობდა. პროკურატურის მხრიდან საქმე ბურუსით მოცულია. არცერთ კითხვაზე პასუხის გაცემა არ ხდება. ნუ მისცემთ პროკურატურას საშუალებას, ეს დანაშაული მიჩქმალოს“, – განაცხადა აბესაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე პროკურატურაშია დაბარებული. ყოფილი დეპუტატი მთავარ საგამოძიებო უწყებაში დღეს, საკუთარი ავტომანქანის აფეთქების საქმეზე გამოიკითხება.

banner
წინა სტატიაშითარგამაძის საქმის დროულად გახსნა საჭიროა და მზად ვარ, ეს საკითხი თქვენთან ერთად განვიხილო – კობახიძე
შემდეგი სტატიაგივი თარგამაძე პროკურატურაში დაზარალებულის სტატუსით გამოცხადდა