აბემ ტრამპის ნობელის პრემიაზე წარდგენაზე კომენტარი არ გააკეთა

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ კომენტარი არ გააკეთა დონალდ ტრამპის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ იაპონიის ლიდერმა ის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინა. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ აბემ ხაზგასმით აღნიშნა ტრამპის დამსახურებები.

გუშინ გავრცელდა, რომ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე ამერიკის მთავრობის თხოვნით წარადგინა – აღნიშნული ინფორმაცია The Asahi Shimbun-მა იაპონიის მთავრობაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა. ვაშინგტონმა “არაფორმალურად” სთხოვა ტოკიოს ტრამპის ნომინირებაზე მას შემდეგ, რაც შტატების პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს აშშ-ჩრდილოეთ კორეის ისტორიაში პირველად შეხვდა. აბემ ტრამპი შემოდგომით წარადგინა – ინფორმაციას გამოცემის წყაროები აზუსტებენ.

რამდენიმე დღის წინ ტრამპმა განაცხადა, რომ აბემ მას ნობელის კომიტეტისადმი თავისი წერილის ასლი გადასცა, რომელშიც ტრამპი მშვიდობის პრემიაზეა წარდგენილი. “მე თქვენ წარგადგინეთ, პატივისცემით, იაპონელი ხალხის სახელით” – ტრამპმა იაპონელი პრემიერის სიტყვები მოიყვანა ციტატად.
გამოცემა წერს, რომ ტრამპის ეს განცხადება ამერიკულ მედიას სერიოზულად არ მიუღია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის სენატის პრეზიდენტს ჟერარ ლარშეს შეხვდა
შემდეგი სტატიალაშა დარსალია გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაერო-ს წარმომადგენელს შეხვდა